„მანჩესტერ იუნატედი“ უსმან დემბელეს შეძენას გეგმავს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნატედი“ უსმან დემბელეს შეძენას გეგმავს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, უსმან დემბელემ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს, – იუწყება El Nacional.

გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის ფრანგის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

დემბელეს კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მუშაობს.

გასულ სეზონში უსმან დემბელემ 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულად 50 მილიონ ევროს ასახელებს.