დემბელე „ბარსელონასთან“ კონტრაქტს ხუთი წლით გაახანგრძლივებს #1TVSPORT
დემბელე „ბარსელონასთან“ კონტრაქტს ხუთი წლით გაახანგრძლივებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ და კატალონიური კლუბის ნახევარმცველმა, უსმან დემბელემ შეთანხმებას მიაღწიეს და ახალ ხელშეკრულებას გააფომებენ, –  იუწყება Diario Sport.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბსა და 24 წლის ფეხბურთელს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება.

„ბარსელონასთან“ დემბელეს მიმდინარე კონტრაქტი 2022 წელს იწურება. 2021/22 წლების სეზონში უსმან დემბელემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში რვა მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.