„ბარსელონა“, „ბაიერნი“, „ჩელსი“ და პსჟ - უსმან დემბელეს დიდი არჩევანი #1TVSPORT
„ბარსელონა“, „ბაიერნი“, „ჩელსი“ და პსჟ - უსმან დემბელეს დიდი არჩევანი #1TVSPORT

„ბარსელონას“ თავდასხმელს კონტრაქტს ერთდროულად ოთხი ევროპული გრანდი სთავაზობს, – იუწყება „მარკა“.

გამოცემის ინფრომაციით, 25 წლის ფეხბურთელს შემოთავაზება აქვს „ბაიერნისგან“, „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენისგან“, ასევე განიხილება კატალონიაში დარჩენის შესაძლებლობაც.

აღნიშნავენ, რომ უსმან დემბელეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი „ბარსელნასთან“ გაახანგრძლივოს, თუმცა კატალონიელები ფინანსურად უფრო მომგებიანი ხელშეკრულების შეთავაზებას არ ჩქარობენ.

გასულ სეზონში უსმან დემბელემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.