„ბარსელონა“ დემბელეს კონტრაქტის უკეთეს პირობებს არ შესთავაზებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ დემბელეს კონტრაქტის უკეთეს პირობებს არ შესთავაზებს #1TVSPORT

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს კონტრაქტის გაუმჯობესებაზე არ თანხმდება, – იუწყება Goal.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელთა 25 წლის ფორვარდს ან მოუწევს კონტრაქტის არსებული პირობებით დაკმაყოფილება, ან „ბარსელონას“ დატოვებს.

თუ დემბელემ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა, მის წინაშე დიდი არჩევანია, რადგან ფეხბურთელს შემოთავაზება აქვს „ბაიერნისგან“, „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენისგან“

გასულ სეზონში უსმან დემბელემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.