ჩავი - დემბელე „ბარსელონასთვის“ საკვანძო მოთამაშეა #1TVSPORT
ჩავი - დემბელე „ბარსელონასთვის“ საკვანძო მოთამაშეა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა კატალონიური კლუბის თავდამსხმელის, უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

„ბენფიკასთან“ მატჩში ის რისკზე წავიდა, რადგან 100 პროცენტით მზად არ იყო და რეციდვის საშიშროება არსებობდა, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Football Espana. – ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს.

ჩემთვის და „ბარსელონასთვის“ დემბელე საკვანძო მოთამაშეა. თუ ის მოედანზეა, თამაშიც მიდის. დემბელე მინდორზე ყოველთვის შესამჩნევია და ბევრ მომენტს ქმნის“.

დატოვე კომენტარი