დემბელე „ჩელსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
დემბელე „ჩელსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსისთვის“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მთავარი სამიზნე „ბარსელონას“ ფორვარდი უსმან დემბელე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ლონდონურ კლუბს ფეხბურთელის გადაბირება დიდი კონკურენციის პირობებში მოუწევს, რადგან დემბელეს ტრანსფერით „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლივერპულიც“  არიან დაინტერესებულები. მისი ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან სწორედ ამ ზაფხულს იწურება და დემბელე ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რაც ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის.

დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს. 2021/2022 წლების სეზონში მან კატალონიელთა შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 32 მატჩი გამართა, გაიტანა ორი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.