ჩავი - „ბარსელონას“ დემბელე ძალიან აკლდა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია #1TVSPORT
ჩავი - „ბარსელონას“ დემბელე ძალიან აკლდა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდში უსმან დემბელეს დაბრუნების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა. კატალონიელების ფრანგი ლეგიონერი მოედანს ხვალ, 29 აპრილს, „ბეტისთან“ გასამართ მატჩში დაუბრუნდება.

„ჩვენ დემბელე ძალიან დაგვაკლდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ჰკითხეთ ლა ლიგის მცველებს და დაგიდასტურებენ.

მას წარმოუდგენელი სისწრაფე და ტექნიკა აქვს. ლოგიკურია, რომ ასეთი ფეხბურთელი გუნდს ძალიან სჭირდებოდა. თუმცა, ახლა ის დაგვიბრუნდა და ბედნიერები ვართ. ჯერ ვერ გეტყვით, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს ხვალინდელ მატჩს, თუ შეცვლაზე შემოვიყვანთ“, –  განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

მიმდინარე სეზონში უსმან დემბელემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.