თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სომხეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სომხეთის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოში იმყოფებიან ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები.
მხარეებმა ევროპასთან ინტეგრაციასა და იმ სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას.
ორმხრივ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მეზობელი ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. როგორც იცით, სომხეთმა ახლახან გააფორმა თანამშრომლობა ევროკავშირთან და მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ“, – განაცხადა პირველ არხთან თამარ ხულორდავამ.