ესტონეთის დელეგაცია ვროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საკუთარ გამოცდილებას საქართველოს უზიარებს
ესტონეთის დელეგაცია ვროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საკუთარ გამოცდილებას საქართველოს უზიარებს

ესტონეთის დელეგაცია ვროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საკუთარ გამოცდილებას საქართველოს უზიარებს. „რატომ ევროკავშირი-ესტონური გამოცდება”- ასე ჰქვია სემინარს, რომელიც ევროპარლამენტარ ჰანეს ჰანსოს ინიციატივით თბილისში იმართება.

სემინარზე საუბარი იქნება ევროპული ინტეგრაციის ესტონურ გამოცდილებაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მონაწილეების მხრიდან ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოების მოლოდინების მართვა, ევროპული რეგულაციების შემოღების შედეგები, საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, ევროინტეგრაციის გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მეწარმეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე.

„ესტონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი ევროპული ინტეგრაციისა. უკვე 15 წელია ესტონეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მას აქვს ნამდვილად იმის შესაძლებლობა, რომ ის თავისი წარმატებული გამოცდილება გაგვიზიაროს ჩვენ. ამასთან, ესტონეთი იცით, რომ არის ჩვენი ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანა, ჩვენ სხვადასხვა ფორმატებში ადრეც გვქონია ასეთი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ახლა კონკრეტულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პოლიტიკური პროცესები უძღვის წინ ევროპულ ინტეგრაციას, რა სოციალურ, საზოგადოებრივ გარდატეხასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული.

ეკონომიკური რეფორმების კუთხით ესტონეთი არის ნამდვილად სამაგალითო ქვეყანა, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ და ამ თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილების გაზიარება არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო. თან ეს არის პატარა ქვეყანა, ასევე, აქცენტს აკეთებს სერვისების განვითარებაზე და ჩვენთვის ბევრი თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო ესტონური გამოცდილების ახლოს გაცნობა”, – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე თამარ ხულორდავამ.

სემინარის ორგანიზატორის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია.