თამარ ხულორდავა – პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას
პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
„არ ვიცი რა კონტექსტში თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ალბათ სიტყვები და ფრაზები არასწორად იყო შერჩეული. ამას საქართველოს პრეზიდენტისგან არავინ არ ელოდება. ვინაიდან, პრეზიდენტის ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. ყველა დიდი ყურადღებით უსმენს და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში ასეთი გაუგებრობები შექმნას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.