თამარ ხულორდავა - პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას
თამარ ხულორდავა - პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას

პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

„არ ვიცი რა კონტექსტში თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ალბათ სიტყვები და ფრაზები არასწორად იყო შერჩეული. ამას საქართველოს პრეზიდენტისგან არავინ არ ელოდება. ვინაიდან, პრეზიდენტის ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. ყველა დიდი ყურადღებით უსმენს და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში ასეთი გაუგებრობები შექმნას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.