მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრები 6:1 გაანადგურა.
მე-12 წუთზე ანგარიში დიეგო კოშტამ გახსნა. ეს იყო “ატლეტიკოს” ფორვარდის მეექვსე გოლი ესპანეთის ნაკრების ბოლო ექვს მატჩში. პირველი ტაიმის შუაში ისკომ ორამდე გაზარდა ანგარიში. 39-ე წუთზე არგენტინელთა მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ ერთი ბურთი გაქვითა.
მეორე ტაიმის დებიუტში ისკომ დუბლი გაიფორმა, ტიაგო ალკანტარამ დიდი ანგარიშით გაიყვანა წინ ესპანეთი, 73-ე წუთზე იაგო ასპასმა მეხუთე გოლი მიითვალა, ერთი წუთის შემდეგ კი ისკომ ჰეთ-თრიკს ზეიმობდა – 6:1.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა ექვსი ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიტანა ექვსი გოლი, ისკომ კი კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესიმ, რომელმაც მეექვსე გაშვებული გოლის შემდეგ დატოვა სტადიონი.
1:6 წაგება – არგენტინის ანტირეკორდის გამეორებაა – ასე წააგო ამ გუნდმა 1958 წელს ჩეხოსლოვაკიასთან და 2009 წელს – ბოლივიასთან.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ესპანეთი: დე ხეა, პიკე (ასპილიკუეტა, 72), ხორდი ალბა (ალონსო, 79), დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი, ინიესტა (საულ ნიგესი, 56), კოკე, მარკო ასენსიო, ტიაგო ალკანტარა (პარეხო, 82), ისკო (ვასკესი, 76), დიეგო კოშტა (იაგო ასპასი, 46).
არგენტინა: რომერო (კაბალიერო, 22), როხო, ოტამენდი, ტალიაფიკო, მასკერანო (პავონი, 56), მესა, ქუსტოსი (მერკადო, 62), ბანეგა (პერესი, 62), ბილის, ლო სელსო (აკუნია, 84), იგუაინი (მარტინესი, 59).
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (12), 2:0 ისკო (27), 2:1 ოტამენდი (39), 3:1 ისკო (52), 4:1 ტიაგო ალკანტარა (55), 5:1 ასპასი (73), 6:1 ისკო (74).