ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს ეცნობა
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს ეცნობა.
ექსპერტი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მივიდა კლინიკაში. დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე გეგმავს პანკისში იმ ბინაში ჩასვლას, სადაც შემთხვევა მოხდა.
”აუცილებელია, პანკისის ხეობაში ჩასვლა და დათვალიერება, საგამოძიებო ორგანოები იქ დიდ ცვლილებას არ შეიტანდნენ, მე ვიცი კრიმინალისტები მუშაობენ აკურატულად, თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ მოწმენდა. უნდა დადგინდეს რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სხეულის დაზიანების დროს”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის მენეჯერთან უკვე შედგა მოლაპარაკებები მაჩალიკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, კლინიკის ექიმების ინფორმაციით მათ მოოთხოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია პაციენტის შესახებ რაც გადაეცემა თურქულ კლინიკას. ეს კლინიკა კი 48 საათში იტყვის მიიღებს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს კლინიკაში სამკურნალოდ.