ემანუელ მაკრონი - ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია
ემანუელ მაკრონი - ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ქალაქ ტრებესში მომხდარ თავდასხმასთან მიმართებაში ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტერორისტული აქტია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განცხადება ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის სამიტში მონაწილეობს და აღნიშნა, რომ პარიზში მალე დაბრუნდება.

მაკრონმა პოლიციელებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქალაქ ტრებესში შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა და მძველები აიყვანა, მძევლები მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილებიც. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მაღაზიაზე პოლიციამ შტურმი განახორციელა და თავდამსხმელი მკვდარია.