„ევროლიგის“ 23-ე ტურის მთავარი მატჩი „პალაუ ბლაუგრანაში“ შედგა, სადაც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. სტუმრებმა მატჩის პირველი მეოთხედი 30-13 მოიგეს და დარჩენილ დროში მეტოქეს მიახლოებისა და თამაშის დაძაბვის საშუალება აღარ მისცეს.
მადრიდელთა შემადგენლობაში ჯეისი კეროლი გამოირჩა. ამერიკელი მსროლელის ანგარიშზე 18 ქულა დაფიქსირდა. 16 ქულა და ექვსი მოხსნა გაიფორმა ენტონი რენდოლფმა, ხოლო ვეტერანი ფელიპე რეიესის მონაგარმა 13 ქულა შეადგინა.
„ბარსას“ რიგებში 11-11 ქულა საშა ვეზენკოვმა და ტომას ერტელმა ჩაიწერეს აქტივში. ამ მოგების შემდეგ, სამეფო კლუბმა სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება, „ბარსელონას“, სვეტოსლავ პეშიჩის გუნდი 15-ე ადგილზეა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერია.
„ხიმკი“-„პანათინაიკოსი“ 78-61
„ეფესი“-„ჟალგირისი“ 70-86
„ბროზე“-„ცრვენა ზვეზდა“ 86-62