კუმანი - „რეალთან“ მატჩში ფავორიტს ვერ ვხედავ #1TVSPORT
კუმანი - „რეალთან“ მატჩში ფავორიტს ვერ ვხედავ #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 ოქტომბერს კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში „რეალს“ უმასპინძლებენ.

„არ მგონია, რომ ამ შეხვადრაში ბევრი მომენტი შექმნას, – ციტირებს კატალონიელთა ნიდერლანდელი დამრიგებლის სიტყვებს Marca. – თითეულმა გუნდმა თავისი საუკეთესო მხარე უნდა წარმოაჩინოს. ვერც ჩვენ და ვერც ისინი ერთმანეთის გაკვირვებას ვერ შევძლებთ. ვიცით, რაც გველოდება.

მათ ძალიან გამოცდილი გუნდი ჰყავთ, დიდებული ფეხბურთელებით დაკომპლეტქებული. ჩვენი მიზანია, ბურთი გავაკონტროლოთ და „რეალის“ კონტრშეტევები მოვიგერიოთ. ჩვენი გუნდები ერთ სიმაღლეზე არიან. ხვალინედლ მატჩში ფავორიტს ვერ ვხედავ. ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავიღოთ“, – აცხადებს რონალდ კუმანი.

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „რეალი“ მესამე ადგილზეა, კატალონიელები კი მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი