ცნობილია მომავალი სეზონის კლასიკოს თარიღები #1TVSPORT
ცნობილია მომავალი სეზონის კლასიკოს თარიღები #1TVSPORT

ცნობილი გახდა ლა ლიგას 2021-22 წლების სეზონში ელ-კლასიკოს ჩატარების თარიღები.

24 ოქტომბერს, მეათე ტურში „ბარსელონა“ „რეალს“ „კამპ ნოუზე“ მიიღებს.

2022 წლის 20 მარტს, „სანტიაგო“ ბერნაბეუზე“ გაიმართება საპასუხო მატჩი – 29-ე ტურის რანგში.

პრიმარას მომდევნო სეზონის სტარტი 15 აგვისტოს არის დაგეგმილი. „რეალი“ პირველ ტურში „ალავესს“ შეხვდება, ‘ბარსელონა“ – „რეალ სოსიედადს“.

გასულ სეზონში „რეალმა“ ორჯერ მოუგო „ბარსელონას“ – 3:1 სტუმრად და 2:1 შინ.