„რეალსა“ და „ბარსელონას“ „ელ-კლასიკოს“ ბრენდის დარეგისტრირება სურთ #1TVSPORT
„რეალსა“ და „ბარსელონას“ „ელ-კლასიკოს“ ბრენდის დარეგისტრირება სურთ #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ კავშირსა და ლა ლიგის ჩინოვნიკებს შორის დაპირისპირება ღრმავდება.

ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, რომ გრანდებმა გადაწყვიტეს, ცალკე დაარეგისტრირონ ბრენდი „ელ კლასიკო“ და განავითარონ ის ლიგისგან დამოუკიდებლად. მაგალითად, თავად მოაწყონ ამხანაგური მატჩები ერთმანეთში ან შექმნან ერთობლივი ბიზნესი მათი დაპირისპირების საფუძველზე.

ლა ლიგის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს ინფორმაცია: „ორივე კლუბმა მოითხოვა „ელ კლასიკოს“ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე: სინგაპურში, ბრაზილიასა და მექსიკაში. განზრახვა სერიოზულია“, – დაწერა Diario Sport-მა და დაამატა, რომ კლუბები მზად არიან, სასამართლოში დაუპირისპირდნენ ლიგას.