გამოცხადდა სეზონის პირველი ელ-კლასიკოს ზუსტი თარიღი #1TVSPORT
გამოცხადდა სეზონის პირველი ელ-კლასიკოს ზუსტი თარიღი #1TVSPORT

ცნობილი გახდა 2023-24 წლების სეზონში „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის პირველი მატჩის თარიღი.

პირველი ელ-კლასიკო შაბათს, 28 ოქტომბერს ლა ლიგას მე-11 ტურში შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მატჩი ბარსელონაში ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.