„რეალმა“ ბელინგემის დუბლით „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT
„რეალმა“ ბელინგემის დუბლით „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში კატალონიელებმა მე-6 წუთზე გიუნდოგანის გოლით გახსნეს.

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბარსელონა“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მატჩის მეორე ნახევარში „რეალმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ჯუდ ბელინგემმა 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, 90+3 წუთზე კი მადრიდელთა ინგლისელმა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.

ესპანეთის სატურნირო ცხრილს 28 ქულით „რეალი“ ლიდერობს, „ბარსელონამ“ კი მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იგემა და 24 ქულით მესამე პოზიციაზეა.