ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში “სუონსის” წინააღმდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ვაჟი გამოჩნდა.
ზუკა მოურინიოს ფოტო სხვა მწვრთნელებთან ერთად, “იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველის, მაიკლ კერიკის Twitter-ზე დაიდო, თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა.
კერიკმა სულ ახლახანს დაიწყო მუშაობა მოურინიოს ერთ-ერთ ასისტენტად.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელი სპეციალისტის ვაჟი “ფულჰემის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.