მოურინიო „რომას“ დატოვებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება #1TVSPORT

16:47, 02.03.2023

„რომას“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს წასვლა მოუწევს, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, – იუწყება La Gazzetta dello Sport-ი.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ „რომა“ სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზეა და მეოთხეადგილოსან თანაქალაქელ „ლაციოს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ „რომა“ ევროპის მთავარ საკლუბო ჩემპიონატში ბოლოს 2018/2019 წლების სეზონში მონაწილეობდა.

იტალიის ჩემპიონატში უახლოეს მატჩს „რომა“ კვირას, 5 მარტს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და პორტუგალიელი სპეციალისტი „იუვენტუსთან“ მატჩს ვერ დაესწრება.

მსგავსი