The Sunday Times-ი - მოურინიო საუდის არაბეთში წასვლას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში „ნაპოლის“ პრეზიდენტს შეხვდება #1TVSPORT
„რომადან“ წასვლის შემდეგ ჟოზე მოურიონიოს მომავალთან დაკავშირებით ევროპულ პრესაში სხვადასხვა, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ვერსიას განიხილავენ. თუმცა იკვეთება ორი ძირითადი პროგნოზი – 60 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ან საუდის არაბეთის ჩემპიონატში, კლუბ „ალ-შაბაბში“ იმუშავებს, ან „ნაპოლის“ ჩაუდგება სათავეში.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ი იუწყება, რომ მოურინიო ევროპული ფეხბურთის დატოვებას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „რომა“ მერვე პოზიციაზეა და მეცხრეადგილოსან „ნაპოლის“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული