დიბალამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა „რომაში“ გადასვლა #1TVSPORT
დიბალამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა „რომაში“ გადასვლა #1TVSPORT

პაულო დიბალამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა „რომაში“ გადასვლა.

„ბოლო დღეებში მძაფრ ემოციებს განვიცდი. მე შევუერთდი გუნდს, რომელიც აღმავლობის გზას ადგას. კლუბის ხელმძღვანელობა ძლიერ ფუნდმანეტს ქმნის მომავალი გამარჯვებებისთვის. ამასთანავე, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან ერთად.

როცა „რომას“ მეტოქე ვიყავი, ყოველთვის აღმაფრთოვანებდმა აქაური ატმოსფერო, რომელსაც ფანები სტადიონზე ქმნიან. ახლა კი მოუთმენლად ველოდები, როდის გავალ მოედანზე მათ წინაშე „რომას“ მაისურით“, – ამბობს რომაელთა არგენტინელი ლეგიონერი“.

შეგახსენებთ, „რომამ“ ოფიციალურად გაიფორმა არგენტინელი ფორვარდი – დედაქალაქურმა კლუბმა „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.