ჟოზე მოურინიომ საკუთარ ვაჟს მწვრთნელობა დააწყებინა
ჟოზე მოურინიომ საკუთარ ვაჟს მწვრთნელობა დააწყებინა

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში “სუონსის” წინააღმდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ვაჟი გამოჩნდა.

ზუკა მოურინიოს ფოტო სხვა მწვრთნელებთან ერთად, “იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველის, მაიკლ კერიკის Twitter-ზე დაიდო, თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა.

კერიკმა სულ ახლახანს დაიწყო მუშაობა მოურინიოს ერთ-ერთ ასისტენტად.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელი სპეციალისტის ვაჟი “ფულჰემის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.