მოურინიოს ირონიული პასუხი - როგორ შევაჩერებ კვარაცხელიას? ჩემთან ახლოს თუ გაივლის, შევეცდები, დავარტყა #1TVSPORT
მოურინიოს ირონიული პასუხი - როგორ შევაჩერებ კვარაცხელიას? ჩემთან ახლოს თუ გაივლის, შევეცდები, დავარტყა #1TVSPORT

„რომას“ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს „ნაპოლისთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ბოლო შეკითხვა ქართველმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვა, რომელიც ხვალ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ პირველად დაუპირისპირდება.

„თუ ხვალ ის მატჩის დროს ჩემთან ახლოს გაივლის, შევეცდები დავარტყა, რომ შევაჩერო. „ნაპოლი“ სწორად მოიქცა, კვარაცხელია რომ დაიმატა, მაგრამ ახლა უკვე ადვილი სათქმელია, გვაინტერესებდა თუ არა იგი“, – იხუმრა მწვრთნელმა, რითაც ხაზი გაუსვა ფეხბურთელის ნიჭს.

ქართველ თავდამსხმელზე შეკითხვა პრესკონფერენციაზე  „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტისაც დაუსვეს: 

„ის თავს არ აძლევს უფლებას. ქებას აჰყვეს, რადგან განსაკუთრებულია ზნეობით, რწმენით და რაც არ უნდა უთხრათ, ის მზადაა მიიღოს. როცა ვკითხე, დაარტყამდა თუ არა პენალტს, მიპასუხა – რატომაც არა. მშრალი, მშვიდი პასუხი იყო“.