ანტონიო კასანო - მოურინიოს ხელში „რომა“ ინგრევა #1TVSPORT
ანტონიო კასანო - მოურინიოს ხელში „რომა“ ინგრევა #1TVSPORT

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და პორტუგალიელი სპეციალისტი „ემპოლისთან“ განცდილი მარცხის გამო (2:0) მკაცრად გააკრიტიკა.

„ორი კუთხური და ორი გოლი 10 წუთში. „ემპოლი“ მოედანზე დომინირებდა. მოურინიოს თითქოს წინ მიჰყავს „რომა“ და გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მაგრამ რასაც მოედანზე ვხედავ – საშინელებაა. მოურინიოს ხელში გუნდი ინგრევა, მაგრამ ის ყოველთვის პოულობს გასამართლებელ სიტყვებს. თუმცა, ადრე თუ გვიან მას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“, – განაცხადა ანტონიო კასანომ.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „რომა“ ლიდერთა შორისაა, 21 მატჩში 40 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციას იკავებს.