დმიტრო კულება - მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვხვდებით კიევში, რათა კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა
დმიტრო კულება - მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვხვდებით კიევში, რათა კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა

მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვხვდებით კიევში, რათა კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა​, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ძალიან მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვხვდებით კიევში, რომ კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა. დღეს ახალ ფურცელს ვშლით და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უზრუნველვყოთ ევროინტეგრაციის პროცესი და ერთ ხმაში ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთთან ჩვენს კომუნიკაციას.

სამმხრივი შეხვედრის გარდა, ძალიან სასიამოვნოა დავით ზალკალიანის კიევში ვიზიტი, რომლის დროსაც განვიხილავთ ორმხრივ საკითხებს. ჩვენ მასთან ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო წინ წავწევთ“, – განაცხადა კულებამ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში 16 მაისს გაემგზავრა.