დმიტრო კულება მომავალ კვირაში ინდოეთში ჩავა
დმიტრო კულება მომავალ კვირაში ინდოეთში ჩავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მომავალ კვირაში ინდოეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ინდოელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ინდოეთში უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იქნება ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

კულება ინდოეთში თავისი კოლეგის, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით ჩადის. ორი დიპლომატს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისში შედგა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კიევიც ცდილობს თავისი სამშვიდობო გეგმისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას. ინდოეთი, რომელსაც ტრადიციულად მჭიდრო ეკონომიკური და თავდაცვითი კავშირები აქვს რუსეთთან, თავს იკავებს უკრაინში რუსეთის ინტერვენციის კრიტიკისგან და ამავე დროს რეკორდულად გაზარდა რუსული ნავთობის შესყიდვა.