დმიტრო კულება - ენტონი ბლინკენს მადლობა გადავუხადე აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ საკმარისი მხარდაჭერით, მას შეუძლია, დაამარცხოს რუსეთი
დმიტრო კულება - ენტონი ბლინკენს მადლობა გადავუხადე აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ საკმარისი მხარდაჭერით, მას შეუძლია, დაამარცხოს რუსეთი

ვესაუბრე ენტონი ბლინკენს და მადლობა გადავუხადე შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტისთვის, რომელიც დაეხმარება ჩვენს ხალხს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კულება აღნიშნავს, მან ხაზი გაუსვა აშშ-ისა და სხვა მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალით.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა დახმარების გაჭიანურება გამოიყენოს შემდგომი წინსვლისა და კიდევ უფრო დიდი ომის რისკის შესაქმნელად მთელი ევროპისა და დემოკრატიული სამყაროსთვის. ბოლო წლებში უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ საკმარისი მხარდაჭერით, მას შეუძლია, დაამარცხოს რუსეთი ბრძოლის ველზე. აშშ თუ ვერ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა აშშ-ის ლიდერობის როლზე მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.