დმიტრო კულება აცხადებს, რომ ბრიუსელში პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება
დმიტრო კულება აცხადებს, რომ ბრიუსელში პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბრიუსელში, უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება.

კულებამ აღნიშნა, რომ მათი მოლაპარაკებები ხანგრძლივი იყო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„ორივე შევთანხმდით, რომ ბოლო კვირებში გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების დასაძლევად. ამ პოზიტიური ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით შემდგომ კონსტრუქციულ მოვლენებს უახლოეს დღეებსა და კვირებში“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ გადაიდგა „ნაბიჯები ორმხრივი ნდობის აღსადგენად“ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში.