დმიტრო კულება - ერთ ღამეს თუ გაატარებენ ხარკოვში ისინი, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, ყველა გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული
დმიტრო კულება - ერთ ღამეს თუ გაატარებენ ხარკოვში ისინი, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, ყველა გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ღამე ხარკოვში გაატარონ, რათა სწრაფად მიიღონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გადაწყვეტილებები.

როგორც კულება აღნიშნავს, უკრაინა ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამიტომ მინისტრი კიევისთვის „პეტრიოტის“ სისტემების გადაცემა ითხოვს.

„წუხელ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, რომელთა სამიზნეს ძირითადად კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. აქედან ექვსი ბალისტიკური რაკეტა იყო. უკრაინა მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამჟამად არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უნდა იყოს „პეტრიოტები“. დარწმუნებული ვარ, ერთ ღამეს თუ მაინც გაატარებენ ხარკოვში ისინი, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის მათი მიწოდება, ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. მზად ვიქნები, გავყვე მათ“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.