დიმიტრი ცქიტიშვილი - „შრომის კოდექსში“ ცვლილებების დამტკიცება ისტორიული პროცესის დასაწყისია
დიმიტრი ცქიტიშვილი - „შრომის კოდექსში“ ცვლილებების დამტკიცება ისტორიული პროცესის დასაწყისია

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები 90 მომხრე ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ცვლილებების ავტორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, დღეს პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„ალბათ, ეს არის ისტორიული პროცესის დასაწყისი. საქართველოში ახალი სახის ურთიერთობები უნდა შევქმნათ დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის. დასაქმებული სამუშაო ადგილზე უნდა იყოს დაცული, მისი სამუშაო პირობები ღირსეული უნდა იყოს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კანონპროექტი შრომით ურთიერთობებში ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს ადგენს, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე ანაზღაურებადი შვებულებისა და სხვა საკითხების შესახებ.