პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით 82 მომხრე ხმით დაამტკიცა.

როგორც ჟურნალისტებს ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, ეს არის ფუნდამენტური პაკეტი, რომელიც ბევრ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის, შრომის ინსპექციას და მისი სრული დატვირთვით ამოქმედებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს შრომითი უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და შეიქმნება ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი