იტალიის ჩემპიონმა “იუვენტუსმა” ტრავმის გამო ორი ფეხბურთელი დაკარგა. ფორვარდი პაულო დიბალა და ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო დაახლოებით 30-40 დღეს გამოტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მარკიზიოს მუხლის ტრავმის რეციდივი აქვს, დიბალამ კი ფეხის კუნთი 6 იანვარს “კალიარისთვის” მატჩში დაიზიანა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა და გარემარბმა ხუან კუადრადომ ინდივიდუალური პროგრამით დაიწყეს ვარჯიში.