ოფიციალურად - დიბალამ „რომასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ოფიციალურად - დიბალამ „რომასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„რომამ“ ოფიციალურად გაიფორმა არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა. დედაქალაქურმა კლუბმა „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რომაელებს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი უფასოდ ერგოთ. დიბალას ამ ზაფხულს ამოეწურა კონტრაქტი „იუვენტუსთან“ და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

არაოფიციალური ინფორმაციით, 28 წლის ფორვარდის წლიური ხელფასი ბონუსების გათვალისწინებით ექვსი მილიონი ევრო იქნება.