„ფინალისიმა“ არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა #1TVSPORT
„ფინალისიმა“ არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა #1TVSPORT

„ფინალისიმა“ არგენტინის ბენეფისად იქცა. სამხრეთ ამერიკელებმა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრების დაუვიწყარი საფეხბურთო დღესასწაული აჩუქეს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები კოპა ამერიკის გამარჯვებულთან ვერაფერს გახდა და არგენტინელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი (3:0) გაუტანას.

გოლების ავტორები ლაუტარო მარტინესი, ანხელ დი მარია და პაულო დიბალა გახდნენ, ლიონელ მესიმ კი ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ „ფინალისიმას“ ფორმატი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების საფეხბურთო დუელს გულისხმობს და ორ კონტინენტს შორის საუკეთესო ნაკრებს გამოავლენს.