პრესა - კრიშტიანო რონალდო გავლენას ახდენს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელზე #1TVSPORT
პრესა - კრიშტიანო რონალდო გავლენას ახდენს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელზე #1TVSPORT

იტყობინებიან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს ვერ ჩამოუყალიბდა კარგი ურთიერთობა თანაგუნდელებთან.

ინტერნეტ-გამოცემა The Athletic ირწმუნება, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს უჭირს საერთო ენის გამონახვა პორტუგალიელთან. ედინსონ კავანი, რომელიც ძალიან ცუდად ლაპარაკობს ინგლისურად, უფრო გამაერთიანებელია ფაქტორია, ვიდრე კრიშტიანო.

რონალდოს „იუვენტუსში“ ყოფნის დროს, ბევრ ფეხბურთელს, მაგალითად, პაულო დიბალას მსგავსი შეგრძნებები ჰქონდა.

ადრე, ლეონარდო ბონუჩიმ და ჯანლუიჯი ბუფონმა აღნიშნეს, რომ „იუვენტუსი“ საკუთარ „დნმ-ს“ კარგავდა კრიშტიანო რონალდოს გუნდში ყოფნის გამო. ამტკიცებენ, რომ ახლა იგივე ხდება „მანჩესტერ იუნაიტედში“.