დიბალა გრიზმანის ნაცვლად - „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ #1TVSPORT
დიბალა გრიზმანის ნაცვლად - „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ანტუან გრიზმანი „იუვენტუსს“ პაულო დიბალაში გაუცვალოს, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელები გრიზმანის თამაშით უკმაყოფილოები არიან. ანალოგიური მდგომარეობაა ტურინულ კლუბში და დიბალა ძირითად შემადგენლობაში ადგილს კარგავს. აღნიშნავენ, რომ ეს გარემოება ფეხბურთელების გაცვლისთვის კარგი წინაპირობაა. 

თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ, უკვე ამ ზაფხულს დიბალას „ბარსელონაში“ ვიხილავთ, გრიზმანი კი „იუვენტუსის“ მაისურს მოირგებს.

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი ბურთი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 2020/21 წლების სეზონში დიბალამ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსის“ ფორმა მხოლოდ 11-ჯერ მოირგო და ორი გოლის ავტორი გახდა.