გრიზმანი ლა ლიგას მთავარი იმედგაცრუებაა
გრიზმანი ლა ლიგას მთავარი იმედგაცრუებაა

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ გამოკითხვა ჩაატარა მკითხველებს შორის იმის გასარკვევად, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ლა ლიგას რომელი ფეხბურთელი გახდა გულშემატკივრების მთავარი იმედგაცრუება.

პირველი ადგილი დაიკავა „ბარსელონას“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა, რომელმაც ხმების 33 პროცენტი მიიღო. ფრანგმა ახალი მწვრთნელის რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით მხოლოდ მეშვიდე მატჩში ჰქონდა შედეგიანი მოქმედება.

მეორე ადგილზე გავიდა „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი – 31 პროცენტი, რომელმაც ტრავმის გამო ჯერ სეზონის სტარტი გამოტოვა, შემდეგ კი კორონავირუსით დაავადდა.

გამოკითხვაში მესამე იყო ასევე „რეალის“ ნახევარმცველი ისკო, რომელიც იშვიათად რჩება მადრიდული კლუბის შემადგენლობაში. გარდა ამისა, მან „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა.