დიბალამ, შეიძლება, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს #1TVSPORT
დიბალამ, შეიძლება, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს #1TVSPORT

საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესებულნი არიან არგენტინის ნაკრებისა და „რომას“ ფორვარდის პაულო დიბალას გაფორმებით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ექრემ კონურმა.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის ორი კლუბია მოწადინებული დიბალას შეძენით. მათ არგენტინელის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სურთ, რომელიც 2024 წლის იანვარში გაიხსნება. აღნიშნავენ, რომ რომაელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

დიბალას მოქმედი კონტრაქტი „რომასთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მიმდინარე სეზონში დიბალამ შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.