პაულო დიბალას დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
პაულო დიბალას დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

„რომას“ თავდმასხმელს, პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ ფარული ფინანსური გარიგების გამო ერთთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, – იუწყება la Repubblica.

გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით დიბალა უკვე დაკითხა იტალიის პროკურატურამ.

საქმე ისაა, რომ 2020 წელს, კორანავირუსის პანდემიის პერიოდში „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფეხბურთელებს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებდა, მაგრამ ფარული გარიგებით დიბალამ ანაზღაურება მაინც სრულად მიიღო.

აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტი იტალიაში ფეხბურთელის, მინიმუმ, ერთთვიანი დისკვალიფიკაციით ისჯება, მაგრამ, შესაძლოა, განაჩენი უფრო მკაცრიც იყოს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური მაქინაციების გამო ტურინულ გრანდი იტალიის ჩემპიონატში 15 ქულის დაკლებით დასაჯეს და „იუვენტუსი“ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.