„იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა იქნება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების განაცხადში, – ამტკიცებს Mundo Deportivo. ამასთან, მუნდიალზე არ ითამაშებს მილანის „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი.
გამოცემის ინფორმაციით, დიბალა არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ხორხე სამპაოლის შეხვდა.
მწვრთნელმა მას უთხრა, რომ ფორვარდი საბოლოო განაცხადში მოხვდება. ასევე, შემადგენლობაში შეიყვანენ „რასინგის“ თავდამსხმელს ლაუტარო მარტინესს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში „ინტერში“ გადავა.
რაც შეეხება იკარდის, ის ვერ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო მოასწრებს ტურნირისთვის დაწყებისთვის გამოჯანმრთელებას.