დემნა გვასალიამ ახალი კოლექციის ჩვენება მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა
ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ახალი კოლექციის ჩვენება მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა. ფოტო VETEMENTS-ის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნდა.
„ნახეთ VETEMENTS-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია IGTV-ზე“, – წერია ბრენდის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გვასალიამ ორ ივლისს პარიზში წარდგენილი Vetements-ის კოლექცია საქართველოს მიუძღვნა. კოლექციაში ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობდა. დემნას ინსპირაციის წყარო თავისი ოჯახის ისტორია და 1992 წლის სოხუმის ტრაგედია იყო .