სალომე ზურაბიშვილი - დემნა გვასალია არის მაგალითი შემოქმედი ქართველების მომავალი თაობისთვის
სალომე ზურაბიშვილი - დემნა გვასალია არის მაგალითი შემოქმედი ქართველების მომავალი თაობისთვის

დემნა გვასალია არის მაგალითი შემოქმედი ქართველების მომავალი თაობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის დიდი პატივია დემნა გვასალიასთვის ღირსების მედლის გადაცემა.

„დემნა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის ღირსების მედლის გამოცემა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ სოხუმის დაცემის დღეს, რომელიც გლოვის დღეა საქართველოსთვის, თუმცა თქვენთვის ამ ჯილდოს გადმოცემა ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. დემნა გვასალია არის მაგალითი შემოქმედი ქართველების მომავალი თაობისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, დემნა გვასალიას ღირსების მედალი გადასცა.