სუს-ი ერგნეთსა და ოკუპირებულ მამისაანთუბანს შორის ახალი მავთულხლართების დამონტაჟების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
სუს-ი ერგნეთსა და ოკუპირებულ მამისაანთუბანს შორის ახალი მავთულხლართების დამონტაჟების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთსა და ოკუპირებულ მამისაანთუბანს შორის ახალი მავთულხლართების დამონტაჟების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

სუს-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული მწვანე ფერის ღობე უკანონოდ აღიმართა 2012 წელს, ხოლო მავთულხლართის უკანონო მონტაჟი საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წელს განხორციელდა.

„ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს შეურიგებელი პოზიცია უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მიმართ. თითოეულ უკანონო ფაქტზე აქტიურდება ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია არის დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, როგორც IPRM-ზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე“ ,- აცხადებენ სუს-ში.