დავით ყაზარაშვილი - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და შესაძლო მტკიცებულებები
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავითა ყაზარაშვილი განმარტავს, რატომ არ აღმოჩნდა შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბრალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-პროფილები.
მისივე თქმით, შეუძლებელია, ცხედარი ოთხი დღის განმავლობაში წყალში იმყოდებოდეს და მასზე დნმ-ის კვალი ან მიკრონაწილაკები დარჩეს.
„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც გამოძიების შედეგად მივიღეთ, წარდგენილია სასამართლოში და სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს. ის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც არ დევს სისხლის სამართლის მასალებში, არის მიკრონაწილაკური ექსპერტიზა. ეს ექსპერტიზა ჩვენ გამოძიების ეტაპზე მივიღეთ. დაცვის მხარეს გადავეცით, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ. რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებას, ვერ წამრომიდგენია ადამიანი ოთხი დღე წყალში იმყოფებოდეს და მასზე ან დნმ-ის კვალი დარჩეს ან მიკრონაწილაკები თუნდაც ფრჩიხილებში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ამ ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსცმელზე. როდესაც ჩვენთან ბრალდებულები მოვიდნენ და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფაქტობრივად, ყველას ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა. ისინი მოემზადნენ და საგამოძიებო ორგანოში ისე მოვიდნენ. მათ უკვე იცოდნენ წინასწარ, რომ ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავიანთ სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და შესაძლო მტკიცებულებები“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.