პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლო არასრულწლოვნებს სავარაუდოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. მისი თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რომ სასჯელის ნაწილში სასამართლო მკაცრი იყოს.
„დღეს უკვე გამოტანილია განაჩენი. ხუთივე დამნაშავედ ცნობილია. 12 წელია მაქსიმალური სასჯელი. ჩვენ მაქსიმალური მოვითხოვეთ და ველოდებით. რაც შეეხება ოდენობას, სასამართლო იტყვის და ყველა ერთად გავიგებთ. პირდაპირი მტკიცებულება რა საქმეშიც არაა, იქ დგება გამამართლებელი. დასტურდება მსჯავრდებულების მიერ შაქარაშვილის მკვლელობა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.