29 წლის ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კარიერას პავლოდარის “ირტიშში” გააგრძელებს, რომელმაც 2017 წელს, ყაზახეთის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. დაუშვილი “ზესტაფონისა” და უკრაინულ “კარპატის” ფეხბურთელი იყო, 2016/2017 წლებში უნგრულ “დიოშდიორში” თამაშობდა.
ევროპის ლიგის ფინალში ნათამაშები საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კი ცოტა ხნის წინ ყაზახურ ”ტობოლში” გადავიდა.
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი გუნდებიდან ორი მოთამაშე კი აზერბაიჯანში წავიდა – მესამეადგილოსანი ”სამტრედიას” 25 წლის ნახევარმცველი გია მანჯგალაძე და ვიცე-ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” მეკარე სერგეი ლოტოვჩენკო კარიერას განჯის “ქიაფაზში” გააგრძელებენ, რომელიც აზერბაიჯანის პრემიერლიგის აუტსაიდერია.