ლევან კუტალია ისრაელში 15 ივლისს გაემგზავრება - ჯერ შემოწმება, მერე კონტრაქტი
ლევან კუტალია ისრაელში 15 ივლისს გაემგზავრება - ჯერ შემოწმება, მერე კონტრაქტი

ლევან კუტალია, რომელიც კარიერას თელ-ავივის „ჰაპოელ“-ში გააგრძელებს, ჯერ საქართველოშია, ისრაელში კი მხოლოდ რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

30 წლის ქართველ თავდამსხმელი თელ-ავივის „ჰაპოელ“-ს კონტრაქტზე შეუთანხმდა და მას „ერთს პლუს ერთი“ სისტემით გააფორმებს.

საქართველოს პირველი არხი ფეხბურთელთან დაკავშირებას შეეცადა. მაგრამ ის ჯერ კომენტარს თავს არიდებს. საქმე ისაა, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შეთანხება არსებობს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

ლევანი კუტალია ისრაელში 15 ივლის გაემგზავრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თელ-ავივის „ჰაპოელ“-თან კონტრაქტს მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმებს. ფეხბურთელმა მხოლოდ ეს გვითხრა, რომ იმედი აქვს, ახალი გუნდში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცემა.

2020 წლის დასაწყისში ლევან კუტალია პავლოდარის „ირტიშში“ გადავიდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდი გაკოტრდა, დაიშალა და ლევან კუტალია თავისუფალი აგენტი გახდა. ის 2019 წელს საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

დატოვე კომენტარი